აწყურის ციხე
ვარძია
1.პროექტის სახელწოდება: სამცხე–ჯავახეთი.
2.პროექტის მთავარი იდეა(თემა)1–2 წინადადებით: მოსწავლეებმა გაიცნონ საქართველოს ერთ–ერთი კუთხის სამცხე–ჯავახეთის ადგილ მდებარეობა და ისტორიული ღირებულებები უძველესი დროიდან დღემდე.
3.პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები უნდა იცნობდნენ სამცხე–ჯავახეთის გეოგრაფიულ მდებარეობას.გაეცნონ კულტურულ–ისტორიულ ძეგლებს,რომელიც შემორჩენილია ამ ტერიტორიაზე და საჭიროებენ შველას და რესტავრაციას.გაიცნონ ამ ტერიტორიაზე არსებულ კურორტებს და მათ დანიშნულებებს,ციხე–სიმაგრეებსა და სამონასტრო კომპლექსს,გაეცნონ ამ კუთხის სასარგებლო წიაღისეულსა და სოფლის მეურნეობას.
4.პროექტის მიზნები: მოიძიონ მასალები სხ/სხ საშუალებებით ამ კუთხეების შესახებ.ძეგლების დაარსების შესახებ. გაეცნონ საქართველოს დაუძინებელი მტრების ინტერესებს ამ კუთხეების მიმართ.მოიძიონინფორმაციები ვარძიის,აწყურის,ზარზმის შესახებ.
5.მონაწილეთა ასაკი:15–16 წლის.
6.ვადები/ხანგრძლივობა: 1 თვე.
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქცია,რაც შეიძლება შეიქმნას: გამოიმუშავებენ დამოუკიდებლად კვლევის უნარს.გაიღრმავებენ ცოდნასსხ/სხ საშუალებებით.შექმნიან კედლის გაზეთს,ალბომს და თავიანთ შთაბეჭდილებებს სხვებსაც გაუზიარებენ.
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:რუკა,სახელმძღვანელო,რვეული,ინტერნეტი, ფოტო აპარატი,ვიდეო.
9.პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):მოსწავლეთა გეგმის შემუშავება,ჯგუფებად დაყოფა და დავალებების განაწილება.1 ჯგუფი მოიპოვებს ინფორმაციას საქ–ოს ამ კუთხის ადგილ–მდებარეობის,შრომა–საქმიანობის შესახებ. 2 ჯგუფი მოიპოვებს ინფორმაციას აქ არსებული კურორტების შესახებ. 3 ჯგუფი მოიძიებს მასალებს აქ გატარებულ რეფორმებზე აღმშენებლობითი თუ კულტურული თვალსაზრისით.შემდეგ გაიმარტსბა პრეზენტაცია,დისკუსია და პროექტის შემაჯამებელი შეფასება.
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან კავშირი:ისტორია–გაეცნონ საქ–ოს ისტორიულ წარსულსა და აწმყოს.გეოგრაფია–განსაზღვრონ კუთხეებისა და ძეგლების მდებარეობა,რელიგია–ეკლესია–მონასტრები,როგორც ქრისტიანობის კერები.
11.პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი): ნათია ღვიტიძე.
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:natiagvitidze@gmail.com
13.პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:natiagvitidze.blogspot.com
No comments:
Post a Comment